მუშევანი და გეტა ერთ თვე ჩაკეტილი იქნება

ბოლნისის რაიონის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა ერთი თვე ჩაკეტილი დარჩება. განცხადება უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

„სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, სანამ ყველას არ გამოვიკვლევთ. ბოლო შემთხვევიდან ორი 14-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხი დაისვას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.