მუშევანი 6 ივლისის ნაცვლად, დღეს გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანი დღეს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დაუდასტურა. 

ცნობითვის, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მუშევანში საკარანტინე რეჟიმი 6 ივლისს უნდა გაუქმებულიყო. თუმცა, სოფელი 5 დღით ადრე გაიხსნა. 

შეგახსენებთ, სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ამ ეტაპისთვის სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.