"მძიმე ჯვარია უმისოდ სიცოცხლის გაგრძელება..." - ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე

ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე, ლალი სეთურიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გულით მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი ოჯახის მწუხარება გაიზიარა.

ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი ანზორ ერქომაიშვილი მთელ საქართველოს რომ უყვარდა, მაგრამ სიყვარულის საყოველთაო გამოხატვამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ, ეს უკუგება იყო იმ დიდი სიყვარულისა რასაც ის ატარებდა. მის გულში სიძულვილის ადგილი არ იყო.

ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ანზორ ერქომაიშვილის გვერდით ცხოვრება, მით უფრო მძიმე ჯვარია უმისოდ სიცოცხლის გაგრძელება.

თუ ამას უფლის ნებით მაინც მოვახერხებ, იქნებ მისი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაც შევძლო.

კიდევ ერთხელ გწირავთ მადლობას.

ლალი სეთურიძე-ერქომაიშვილი", - წერს ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე.

ანსამბლ "რუსთავის" დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი, 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.