N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კინოჩვენება მოეწყო

N16 პენიტენციური დაწესებულებაში პატიმრებისთვის კინოჩვენება მოეწყო. 

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში ვიზიტორთა წრე მაქსიმალურად შეზღუდულია, შესაბამისად, მსჯავრდებუთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება. 

მოცემული პროექტის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენება N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის. პროექტი დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიცირებულია, თუმცა, მსჯავრდებულები სასურველ ფილმებს თავად არჩევენ. პროექტი გრძელვადიანია და მსჯავრდებულებისთვის კინოჩვენებები მომავალშიც გაგრძელდება.