ნაძალადევის მეტროსთან ათამდე პირი ერთმანეთს დაუპირისპირდა

ნაძალადევში რამდენიმე პირი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ინციდენტი მეტროს მიმდებარედ დაიწყო, შემდეგ კი სკვერში გაგრძელდა. მასში ათამდე პირი იღებდა მონაწილეობას. 

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა მამაკაცმა იქვე მდგომი ავტომობილის მინა ჩაამსხვრია. 

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.