ნაძალადევის რაიონში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის ქუჩის №28-ში ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.