ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიაწოდა. მათი ცნობით, ჩატარებულია გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ აიკრძალა.