დღე უნალექოდ ჩაივლის

28 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.