ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია თბილისში დააანონსეს

ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მორიგი აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართება. 

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოეგოს გონს. ჩვენ არ გვინდა, რომ გადავზარდოთ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარებით. თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, თბილისის აქციას ორგანიზებას რეგიონებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფები  გაუწევენ.