ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის

ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის. ისინი კონტაქტურები არიან და მაშველებს ესაუბრებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი არიან დაშავებულები, თუმცა - კონტაქტურები. მათ საუბარი შეუძლიათ. რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ნანგრევებთან აიტანეს წყალი და ჟანგბადის აპარატები.

პერიმეტრთან იმყოფება კაცი, რომელიც აცხადებს, რომ სახლის ნგრევის დროს ბინაში იმყოფებოდა მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.