ნანგრევებში ნაპოვნ ცხედრებს შორის ერთი ბავშვია

არაოფიციალური ინფორმაციით, ნანგრევებში ნაპოვნი ცხედრებიდან ერთი არასრულწლოვანია. მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ნანგრევებში 3 დაღუპულს მიაგნეს.

მანამდე კი ნანგრევებიდან 81 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 15 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.