ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მიერ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი. 

ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისთან მისი კანდიდატურა, ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.