ქართველი ექიმი, რომლის სახეზეც კორონავირუსთან ბრძოლის კვალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური, სოციალურ ქსელში ბოქსირებული განყოფილების ექიმის ფოტოს აქვეყნებს, რომლის სახეზეც სპეციალური ეკიპირების კვალია ასახული.

"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია. მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული",- წერს გიორგი ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების მედ-პერსონალი, კორონავირუსთან საბრძოლველად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.