NCDC ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც NCDC - ში განმარტავენ, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები თბილისის გარდა უკვე ბათუმსა და რუსთავშიც ხელმისაწვდომია.

მათივე ცნობით, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:00-მდე იმუშავებენ:

თბილისი:

საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია "სითი გარდენის" მიმდებარედ)

გლდანი - სითი მოლი – (ი. ვეკუას #1, ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)

სამგორი - ისთ ფოინთი - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, ზედა ავტოსადგომი)

სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)

ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)

მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)

რუსთავი:

ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ)

მე-12 მკ/რნ, N24 - 23ე საშუალო სკოლის წინ

მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ 

ბათუმი:

ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ "ვილმარტის" მიმდებარე ტერიტორია

ე.წ. "ხოფის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

ე.წ. "ოცნების ქალაქის"მიმდებარე ტერიტორია.