საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებგვერდზე განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 652-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.