საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.