"რესპუბლიკური" პაციენტების მიღების საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - VIDEO

"რესპუბლიკური საავადმყოფო" პაციენტების მიღებას საგანგებო რეჯიმში შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" ფუნქციონირებას დაიწყებს ემერჯენს ცენტრი. მინისტრი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ვისაც ექიმის დახმარება სჭირდება მიმართოს კლინიკის ემერჯენს ცენტრს. ის კი ვინც თვლის, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს დაუკავშირდეს ცხელ ხაზს.