"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

"ნინოწმინდის ბავშვებისთვის"  - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. 

აქციის მონაწილეები ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეუფერხებელ ვიზიტს ითხოვდნენ. 

ასევე, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვაა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ მოზარდების ოჯახურ გარემოში დაბრუნებას ხელი უნდა შეუწყოს.

 აქციაზე "ქალთა მოძრაობის", მოძრაობა "სირცხვილიას", Tbilisi Pride-ის, ფონდ "ფემინასა" და "დროას" წევრები იმყოფებოდნენ.

აქციის მიმდინარეობისას მოძრაობა "დროას" წევრებს მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა, მათი თქმით, აქციის მონაწილეები გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან.

დაპირისპირებისას პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ტერიტორიას განარიდა.