ნინოწმინდაში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - PHOTO

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

სოფელ მამწვარასთან მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები. 

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან რადიო "ნორი" ავრცელებს.