ნინოწმინდაში მანქანა ამოტრიალდა - დაშავებულები მოზარდები არიან

ნინოწმინდაში ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა. მათშორის ორი არასრულწლოვანია. მძიმეა 21 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის დაზიანებები აქვს მიღებული. დაშავებულები ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

თვითმხილველების ინფორმაციით მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.