ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო მოქალაქეებს აფრთხილებს

ნიუ - იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. 

საკონსულოს ცნობით, 6 ივლისს ნიუ იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას.

„მესამე ფაზა ნიუ იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას.

„COVID-19-ით ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები და ატაროთ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში“, – აღნიშნავენ საქართველოს საკონსულოში.