საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული 77 ადამიანია.

მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის საიტზე. 

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კოვიდინფიცირებლთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა.