"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ჟურნალისტი ილია აზარი საქართველოში არ შემოუშვეს. საზღვარზე გაცემული წერილობითი დასაბუთება ოპოზიციური მედიის წარმომადგენელმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

მისი თქმით, ქართული მხარის პასუხი გაუგებარია. დოკუმენტში წერია: "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობთ გათვალისწინებულ მოთხოვნებს".

"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა.