ნუცუბიძეზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე. 

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.