რომის სამრევლოს წინამძღვარი: საქართველო, შენ გაიმარჯვებ!

რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე (ხელაია), კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,ყოჩაღ! ძალიან დიდ გამოცდას აბარებს ღვთივდაცული ერი ჩვენი, მხედრობა და მთავრობა მისი! როგორც დაიწყო ჩვენმა სახელმწიფომ, თუ ასევე დაასრულებს ამ გამოწვევას, სასწაული იქნება! დედა ღვთსიმშობელი გმფარველობთ და გეწევათ, დანარჩენი თქვენზეა ხელისუფალნო! დაილოცოს ყველას მარჯვენა, ვინც ამ გამოწვევას უპირისპირდება! საქართველო, შენ გაიმარჯვებ", - წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.