მარნეულში მოსახლეობა აქციას მართავს - PHOTO

მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. სოფელ შავმიანთან რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები მკაცრ კარანტინს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. 

როგორც report.ge-ს მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ განუცხადა, ვითარების გასარკვევად, ადგილზე იმყოფება მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

report.ge დეტალებს არკვევს.