როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომლის დაწვაც სცადეს

23 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც ბენზინის აალების შედეგად მიღებული დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. 

როგორც report.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ახალგაზრდა სხეულის 37%-იანი დამწვრობით კლინიკაში დღეს, გამთენიისას შეიყვანეს. 

,,გამთენისას შემოიყვანეს, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. მიღებული აქვს სხეულის თერმული დამწვრობა 37%, მეორე-მესამე ხარისხის. ძირითადად, დაზიანებულია ორივე წვივი და ორივე ბარძაყი ცირკულარულად. ტრავმა აქვს მიღებული ბენზინის ალით და იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში", - განუცხადა report.ge-ს გუგა ქაშიბაძემ. 

ცნობითვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.