თუშეთში ძლიერი თოვის გამო მოძრაობა აიკრძალა

ძლიერი თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ report.ge-ს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიაწოდა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ 36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საქართველოს მასშტაბით უამინდობა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ნალექთან ერთად სინოპტიკოსები ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ. იწვიმებს დედაქალაქში, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.თოვლჭყაპი იქნება მესტიაში, ჰაერი +6 გრადუსამდე დაეცემა. ცაგერში +10, ბახმაროში კი მოთოვს და +4 გრადუსი სითბო იქნება.