გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.