საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს დაუკანონდა

კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

იძულებით გადაადგილებული 6 ოჯახი კასპში, ფარნავაზის ქ.N18-შიწლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.