ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. 38 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 839 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 464 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა.