ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 261 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 30-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 79 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 721 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 217 და გამოჯანმრთელდა 13 274 კოვიდინფიცირებული პაციენტი.