ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.

ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 269 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 90-ს დაუდასტურდა. ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 648 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 654 გახდა. 74 კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა.