ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 205 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 19-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 79 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 274 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 209 და გამოჯანმრთელდა 12 708 კოვიდინფიცირებული პაციენტი.