ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 270 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 53-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 116 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 461 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 517 ინფიცირებული პაციენტი.