ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 140 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 903 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.