ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი 12 777-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 190 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 32 პაციენტს დაუდასტურდა.

ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექვს კოვიდცენტრში 86 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 777 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 12 112 და გარდაიცვალა 197 პაციენტი.