ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი 10 608-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 498 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 122 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვს კოვიდცენტრში 262 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 608 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 8 324 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 152 გარდაიცვალა.