ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 217 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 17-ს დაუდასტურდა. გარდაიცვალა სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი

ხუთ კოვიდცენტრში 94 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15331 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 693 ინფიცირებული პაციენტი და გარდაიცვალა 233.