ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 493 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან კორონავირუსი 112-ს დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 155 პაციენტი მკურნალობს. 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 204 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 4 138 ადამიანი და გარდაიცვალა 84.