ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 443 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 92-ს ვირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთ კოვიდცენტრში 270 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7871 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 6003 გამოჯანმრთელდა, 102 გარდაიცვალა.