ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 254 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 36-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 114 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 19 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 702 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 660 ინფიცირებული პაციენტი.