ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 457 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 109-ს ვირუსი დაუდასტურდა. 

კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთ კოვიდცენტრში 223 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 924 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5 096 გამოჯანმრთელდა, 93 გარდაიცვალა.