ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან 87 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 143 პაციენტი მკურნალობს. 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა.

სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 84 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 5 970. გამოჯანმრთელდა 3 845 პაციენტი.