ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 356 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გუდაუთის საავადმყოფოში 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა კიდევ 50 პაციენტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4581 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2490 გახდა. გარდაცვლილთა რიცხვი 47-ს შეადგენს.