ოკუპირებულ აფხაზეთში 113 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 113 ადამიანს დაუდასტურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,  გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 118 ინფიცირებული პაციენტი გადის. მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდსასტუმრო "აიტარას" ტერიტორიაზეა  54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთსი პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კორონავირუსის 3952 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1474 პაციენტი, გარდაიცვალა 36  პაციენტი.