ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 96 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან  20 მათგანის შემთხვევაში COVID-19 დადასტურდა. 

დღესვე გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 58 წლის პაციენტი გარდაიცვალა. 

ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 10 ადამიანია გარდაცვლილი.

დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1352 შემთხვევაა გამოვლენილი, 434 პაციენტი გამოჯანმრთელდა.