ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 172 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 726-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 192 ადამიანი, გარდაიცვალა 7 პაციენტი.