ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს COVID-19 დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 458 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 530, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.