ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 თხუთმეტ ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 94 ადამიანს ჩაუტარდა.

დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 330 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 120 პაციენტი განიკურნა, გარდაიცვალა 4.